ადგილმდებარეობა

`სოფლის სახლი” მდებარეობს ბორჯომის რაიონ სოფელ ტიმოთესუბანში. ის ბორჯომიდან 15 კმ-ის, ხოლო დაბა წაღვერიდან 3 კმ-ის დაშორებითაა. ტიმოთესუბანი გარშემორტყმულია მთებითა და წიწვოვანი ტყეებით, ჩამოედინება მდინარე გუჯარულა. სოფელში არის XXII საუკუნის უნიკალური ტაძარი. სოფელი ცნობილია ასევე ამ ხეობისათვის დამახასიათებელი ჰაერით მკურნალობით, ადგილობრივი კლიმატი გამოიყენება სასუნთქი გზების, რევმატიზმების, ფილტვების და ა.შ სამკურნალოდ. ეს ხეობა გამოირჩევა სამკურნალო წყლების სიუხვით, წაღვერის მჟავე წყალი, მიტარბი, გოგირდის წყლები.